- ტრენინგის მეშვიდე დღეს შევისწავლეთ და გავეცანით სსიპ მოსწავლეთა საჭიროებებს,თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად,სწავლის პროცესის ხელშესაწყობად და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. გავეცანი,თუ როგორ შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს,რომ ისინი თვითრეგულირებად მოსწავლეებად იქცნენ,როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები.
- მოდულის განმავლობაში ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომებისა და შეფასების რუბრიკა,ვიმსჯელეთ,თუ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებში თვითრეგულირებად სწავლას,როგორ შევქმნათ დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად,როგორ შევქმნათ მოქნილი სასწავლო,მშვიდი და ინტერაქტიული გარემო,რომელიც ხელს შეუწყობს მათ დამოუკიდებლობას.
- დავამზადე ბუკლეტი სსიპ მოსწავლეებისათვის.
- დავხვეწე პროექტის გეგმა.
- დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
Sunday, November 10, 2013
ტრენინგის მეშვიდე დღე
მოდული VI
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment